სსიპ კოლეჯი „სპექტრი“ გახლავთ საგრანტო პროექტის 101182786 — REBUILD — ERASMUS-EDU-2024-CB-VET პარტნიორი, რომლის მთავარი კოორდინატორია Istituto Per L’Istruzione Professionale Dei Lavoratori Edili Prov.Bo (ბოლონია, იტალია).
პროექტის კონსორციუმში წარმოდგენილი ინსტიტუციები:
- Partner – UNIBO (IT)
- Partner – WSB (PL)
- Partner – ECECE (AT)
- Partner – Construct2 (GE)
- Partner – THE PUBLIC INSTITUTION CENTRE OF EXCELLENE IN CONSTRUCTION (MD)
- Partner – College Spectri LEPL (GE)
- Partner – Lviv Applied College of Building, Architecture and Design (UA)
REBUILD პროექტი ფოკუსირებულია ევროკავშირის ქვეყნების ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გადაცემაზე შენობებისა და ინფრასტრუქტურის მდგრადი რეკონსტრუქციისთვის სტიქიური უბედურებებისა ან კონფლიქტების შემდგომ პერიოდში.
იხილეთ პროექტის ვებგვერდი: https://www.erasmus-rebuild.net/home
პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა ორი სასწავლო ვიზიტი იტალიაში და მოლდოვაში. ამა წლის 9-11 ივნისს სასწავლო ვიზიტი შედგა საქართველოში.
აღნიშნული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორები ადგილზე გაეცნენ სტიქიური უბედურებების შემდეგ რეაბილიტაცირებულ შენობებს.