5 მარტს გაიმართა კოლეჯი „სპექტრის“ 2026-2032 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია.
კოლეჯის დირექტორმა, ბატონმა მათე ტაკიძემ თავის სიტყვაში ისაუბრა „სპექტრის“ წარმატებული საქმიანობის შესახებ დღემდე და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომელთაც კოლეჯი ხარისხიანი სწავლებისათვის აუცილებელი ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვეს.
პრეზენტაციაზე, „სპექტრის“ სამომავლო გეგმების ფარგლებში მრავალპროფილიანი სასწავლებლიდან საინჟინრო სწავლების მოდელზე გადასვლის საჭიროებას გაესვა ხაზი.
დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა თამარ ხატიაშვილმა გაგვიზიარა პროფესიული სასწავლებლის სტრატეგიული ხედვა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიზნებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
შეხვედრაზე აგრეთვე ისაუბრეს კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა – სამგორის რაიონის გამგებელმა, ბატონმა კახა სამხარაძემ, Borusan CAT Georgia-ს მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერმა, ბატონმა ზურაბ ტალახაძემ და Beko Georgia-ს ადამიანური რესურსების მენეჯერმა, ქალბატონმა მაია ცნობილაძემ.