აპლიკანტების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ იმ აპლიკანტებმა, ვინც გამოცდაზე გამოვიდნენ 2026 წლის საგაზაფხულო მიღებაზე და მიიღეს მინიმუმი ან მინიმუმზე მაღალი შეფასება, სარეგისტრაციო სისტემაში (vet.ge) ავტორიზაციის შემდგომ აქვთ წვდომა შედეგებზე, სადაც მოცემულია მათ მიერ არჩეული პროგრამა/პროგრამები რეიტინგული ქულა, ადგილი რეიტინგულ სიაში და რეიტინგულ სიაში არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობა.

ყველა აპლიკანტმა, რომელმაც ორ ან სამ პროგრამაზე მოიპოვა ჩარიცხვის უფლება უნდა მონიშნონ სასურველი პროგრამა, 2026 წლის 26, 27, 28 და 29 ივნისის

საბოლოო არჩევანის გაკეთება არაა სავალდებულო იმ აპლიკნატებისთვის, ვისაც მხოლოდ ერთი პროგრამა აქვს არჩეული.

ასევე ყველა აპლიკანტმა ვისაც ჩარიცხვის გარანტირებული უფლება აქვს (მაგ: მისაღები აპლიკანტებია 15 და აპლიკანტია 3-8 ან 14 ადგილზე) 1 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით კოლეჯში შემოიტანოს საბუთები:

  • პირადობის მოწმობის ასლი (თუ პირადობა არ გაქვთ დაბადების მოწმობის ასლი);
  • საბაზო/საშუალო ატესტატის ან დიპლომის ასლი (თუ ატესტატი ჯერ არ დაბეჭდილა ცნობა გამოიტანეთ სკოლიდან საბაზო/სრული ზოგადი საფეხურის დასრულების შესახებ);
  • 2 სურათი (3×4);
  • სოციალურად დაუცველი ან დევნილი თუა ამ საბუთის ასლიც
  • არასრულწლოვნები უნდა მოვიდნენ მშობელთან ერთად (მშობელმაც თან იქონიოს პირადობის მოწმობა)
  • წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი ან თუ 17 წელს მიღწეული პირის (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვასარ ექვემდებარება) მიერ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნიმუში იხილეთ მიბმულ ფაილში).
  • უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.