სკოლა აიბი მთიებისა და კოლეჯ “სპექტრის” ერთობლივი მომზადების პროგრამის მსმენელი გიორგი ბურდილაძე გახდა პირველი ადგილის მფლობელი WorldSkills საქართველოს 2025 წლის ეროვნულ კონკურსში თაბაშირ-მუყაოს მიმართულებით!
კონკურსი გაიმართა 2025 წლის 8 და 9 დეკემბერს. საპრიზო ადგილების მფლობელები კი 12 დეკემბერს გამოვლინდნენ.
ბურდილაძე კოლეჯის სახელით WorldSkills 2026 საერთაშორისო კონკურსზე წარდგება ჩინეთში, 2026 წლის სექტემბერში.