2019 წელს კოლეჯ „სპექტრსა“ და კერძო სკოლა ,,აიბი მთიებს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ყოველწლიურად ირჩევენ კოლეჯის მიერ შეთავაზებულ მოკლვადიან სასერტიფიკატო კურსებს და კოლეჯის ბაზაზე ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს.
2024-2025 წლის პროგრამის ფარგლებში მომზადება გაიარა 112 მოსწავლემ, შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე: ელექტროობა, სახვითი ხელოვნება, კერამიკა, თაბაშირ- მუყაოს კონსტრუირება, ხის მხატვრული დამუშავება, ავტო სავალი ნაწილების შეკეთება. 2019-2025 წლებში პროექტში ჯამში 430-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული.
2025 წლის 13 მარტს მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარადგინეს პროგრამის ფარგლებში მომზადებული ნამუშევრები.