2025 წლის 28 აპრილს სწავლა დაიწყეს კოლეჯ “სპექტრისა” და თბილისის მერიის მიერ განხორციელებული მომზადება/გადამზადების პროგრამის მსმენელებმა.

წელს კოლეჯ “სპექტრში” პირველად ხორციელდება კერამიკული ნაკეთობების მომზადება/გადამზადების პროგრამა. კერამიკის ლაბორატორია 2023 წელს დაფუძნდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მხარდაჭერით.

მსმენელთა პირველ ნაკადს სწავლის დაწყება მიულოცა TİKA-ს თბილისის ოფისის კორდინატორმა ზეინეფ ბაირაქმა და კოლეჯ “სპექტრის” დირექტორმა მათე ტაკიძემ.