2024 წლის 22 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში გაიხსნა კოლეჯ „სპექტრის“ ფილიალი, რომელიც პროფესიული განათლების მიღებით დაინტერესებულ პირებს მომზადება/გადამზადების 3 თვიან პროგრამებს შეთავაზებს შემდეგი მიმართულებებით:
- შედუღება
- ელექტრორკალური შედუღება
- ელექტროობა
- ხის მხატვრული დამუშავება
- დურგალი –ავეჯის კონსტრუირება
სწავლა სრულად იქნება დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.
კოლეჯი ინფრასტრუქტურულად განახლდა და აღიჭურვა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მიერ. შენობა კოლეჯს გადასცა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კოლეჯი ამჟამად გადის პროგრამული ავტორიაზიის ეტაპს.