• ვაკანსიის დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი
  • ადგილების რაოდენობა: 1 ადგილი
  • შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა

ს.ს.ი.პ. კოლეჯ „სპექტრში“ პროფესიული საგანმანათლებლო ინტერგირებული პროგრამის „ელექტროობა“ (მისანიჭებელი კვალიფიკაცია – „საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში“) პროფესიულ/დარგობრივი მოდულების მასწავლებელი.

  • პასუხისმგებლობის საზღვრები

პროფესიული განათლების მასწავლებელი ანგარიშვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან. მისი პასუხისმგებლობა, მოვალეობები და ამოცანები განისაზღვრება ს.ს.ი.პ. კოლეჯ „სპექტრის“ შინაგანაწესით, სამუშაო აღწერილობით, ხელშეკრულებითა და დაწესებულების სხვა მარეგულირებელი აქტებით.

სამუშაო პირობები

სარგო:  საათობრივი ანაზღაურება – 20 ლარი (დარიცხული)

დაწესებულება და სამსახურის ადგილმდებარეობა: ს.ს.ი.პ. კოლეჯი „სპექტრი“, მისამართი: ქ.თბილისი, ბესარიონ ჭიჭინაძის ქ. #10;

სამუშაოს დაწყება: კონკურსში გამარჯვებული მუშაობას დაიწყებს 2024 წლის 25 ნოემბრიდან.

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველი დარგი/სპეციალობა:  ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია

სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი:  მაგისტრი

სასურველი სამუშაო გამოცდილება: ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება

სასურველი უცხო ენა:  ინგლისური

მინიმალური მოთხოვნა: უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების V საფეხური ან  შესაბამისი პროფესიით მუშაობის სამწლიანი გამოცდილება

მინიმალური კომპეტენცია:  ,,საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“

  • სხვა სპეციალური მოთხოვნები: კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია, საკონკურსო დოკუმენტაცია, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით, წარუდგინოს კოლეჯის საკონკურსო კომისიის მდივანს. ამ პირობების დარღვევა და ერთ საათზე მეტით დროით, არასაპატიო მიზეზით გასაუბრებაზე დაგვიანება გამოიწვევს კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნას.
  • დამატებითი ინფორმაცია: თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს:
  • ამ სფეროში მუშაობის უმეტესი გამოცდილება
  • მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება
  • უპირატესი საგანმანათლებლო ხარისხი
  • წარმოსადგენი დოკუმენტაცია
  • ავტობიოგრაფია cv
  • ფერადი სურათი 3X4
  • განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • სამუშაო გამოცდილების დამადსტურებელი შესაბამისი დოკუმენტი
  • საბუთების მიღება:
  • დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, აფრიკის დასახლება, ბესარიონ ჭიჭინაძის ქ. № 10, პირველ სართული, კოლეჯის თანამშრომელთან მარინე კალაძესთან.
  • საბუთების მიღების ვადა:  2024 წლის 9 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.
  • სამუშაოზე აყვანა: სამუშაოზე აყვანა განხორციელდება საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა (თითო სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნა ფასდება 1 ქულით) და მინიმალური კომპეტენციის შედეგების გათვალისწინებით (მინიმალური კომპეტენციის შესაფასებლად კონკურსანტს ეძლევა 5 შეკითხვა, თითო სწორი პასუხი არის 1 ქულიანი). მინიმალურ კომპეტენციაში კონკურსანტის მიერ 2 ქულაზე ნაკლების დაგროვების შემთხვევაში კონკურსანტს არ მიეცემა საბოლოო შეფასების ქულა.
  • გამარჯვებული კონკურსანტი, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სწავლის დაწყებამდე გაივლის შესაბამის სასწავლო ტრეინინგს კოლეჯის მენტორ მასწავლებლებთან.

 

  • გასაუბრების ჩატარება:  2024 წლის 15 ოქტომბერს 13:00-ზე
  • შედეგების გამოცხადება: 2024 წლის 17 ოქტომბერს.

 

CV გამოგზავნეთ: spectri.org@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

240 16 87 გისურვებთ წარმატებას!