ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ ელექტრონული რეგისტრაცია 21 აპრილამდე გახანგრძლივდა .

პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის პროფესიული უნარების განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმების ხელშეწყობას.
ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
• ქ. თბილისში რეგისტრაცია;
• საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• მინიმალური ასაკი 18 წელი;
პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!
თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა არის ორი თვე. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
სპეციალობები:
1. ამზომველ-გეოდეზისტი
2. ელექტრიკოსი
3. შემდუღებელი (ელექტრორკალური)
4. ავტომექანიკოსი
5. კონდიცირების სისტემის მემოტაჟე
6. სანტექნიკისა და გათბობა-წყალგამაცხელებელი სისტემების მემოტაჟე
7. დურგალი (ლამინირებული ავეჯის დამამზადებელი)
8. თაბაშირმუყაოს სპეციალისტი
9. მღებავი
10. მეფილე-მომპირკეთებელი
11. სხვადასხვა მასალის დამუშავება თანამედროვე CAM პროგრამების გამოყენებით, 3 D მოდელირება და რთული მრავალკომპონენტიანი ნაკეთობების პროექტირება.
პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ
ტელ: 598 600969; 2 40 16 87;
რეგისტრაციის ვადები: 9 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით.