28 თებერვალს კოლეჯ „სპექტრში“ წყალარინების სისტემების ექსპლუატაციის ახალი საწარმო საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნის დღეს გაფორმდება PPP ხელშეკრულება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „ევრომასტერს“ შორის. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ, კომპანია „ევრომასტერის“ დირექტორმა პაატა რუსაძემ და კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი; გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) PSD TVET SC პროგრამის დირექტორის მოადგილე სელმა ულრიხსი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი; განათლების და მეცნირების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე.
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა გერმანიის ინფრასტრუქტურის სასწავლო სამეცნიერო კველვითი ინსტიტუტის დირექტორი როლანდვანეიკი. ასევე, წყალარინების სექტირის წამყვანი საერთაშორისო ბრენდების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ამ საწარმოს გახსნით, პირველად საქართველოში ამიერკავკასიის მასშტაბით კოლეჯი „სპექტრი“ და კომპანია „ევრომასტერი“ იწყებენ გერმანული პროფესიული განათლების სისტემის განხორციელებას – ერთობლივი პროფესიული პროგრამით „წყალარინების სისტემების ექსპლოატაცია“. სასწავლო პროგრამა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჩართულობით შემუშავდა.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 07 თებერვლის N224 განკარგულებით შპს ევრომასტერს“ 15 წლით სარგებლობაში, უსასყიდლოდ გადაეცა სსიპ – კოლეჯ „სპექტრის“ ერთ-ერთი შენობა, მასში „წყალარინების სისტემების ექსპლოატაციის“ახალი საწარმოს კეთიმოსაწყობად. შენობის რეაბილიტირებისა და სრული აღჭურვისათვის კომპანია „ევრომასტერმა“ 5 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თანამშრომლობის ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის საცხოვრისი უზრუნველყო.