სკოლა აიბი მთიებისა და კოლეჯ “სპექტრის” ერთობლივი მომზადების პროგრამის მსმენელი გიორგი ბურდილაძე გახდა პირველი ადგილის მფლობელი WorldSkills საქართველოს 2025 წლის ეროვნულ კონკურსში თაბაშირ-მუყაოს მიმართულებით!

კონკურსი გაიმართა 2025 წლის 8 და 9 დეკემბერს. საპრიზო ადგილების მფლობელები კი 12 დეკემბერს გამოვლინდნენ.

 

ბურდილაძე კოლეჯის სახელით WorldSkills  2026 საერთაშორისო კონკურსზე წარდგება ჩინეთში, 2026 წლის სექტემბერში.