სსიპ – კოლეჯი „სპექტრი“ აცხადებს მიღებას პროფესიული მომზადების პროგრამაზე  “სამშენებლო ტექნიკისა და გენერატორების ტექნიკური მომსახურება“.

 

  • აპლიკანტთა ელექტრონული რეგისტრაცია მიმდინარეობს 19 ივნისიდან 28 ივნისამდე შემდეგი ბმულის გამოყენებით: https://vet.emis.ge/#/training-programs
  • სწავლის დაწყების თარიღი:1 ივლისი 2025
  • აპლიკანტთა შერჩევის ფორმა და თარიღი:გასაუბრება 30 ივნისი 12:00
  • მისაღები ადგილების რაოდენობა 10

 

პროგრამის ხანგრძლივობაა 10 კვირა, სულ 200 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს დიზელის ძრავებზე მომუშავე ტექნიკისა და გენერატორების ელექტრული, ჰიდრავლიკური და კონდიცირების სისტემების დაზიანებების დიაგნოსტირებასა და ტექნიკურ მომსახურების შესწავლას. თეორიული სწავლება ხდება კოლეჯის ბაზაზე, ხოლო პრაქტიკული კომპეტენციების განვითარება მოხდება უშუალოდ პრაქტიკულ სამუშაო გარემოში, პარტნიორი კომპანიის, ”ბორუსან მაქინა ვე გუჩ სისტემლერი სანაი ვე თიჯარეთ”,  ბაზაზე. მსმენელთა შეფასება მოხდება პრაქტიკული დავალების შესრულებაზე დაკვირვებით. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფო სერტიფიკატს. კურსდამთავრებულის დასაქმების სფეროა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორი, რომლის საქმიანობაც უკავშირდება სამშნებელო, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის გამოყენებას, ასევე ენერგო სისტემების გენერატორების ექსპლუატაციას, ყველგან, სადაც სამოშაოების წარმოებისას გამოიყენება სხვადასხვა სიმძლავრის ენერგო გენერატორები.