2022 წლის 23 მარტს, პროფესიულ კოლეჯ „სპექტრსა“ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციაციას (გურთიადი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა, რომელიც ასოციაციის წევრი კომპანიების ბაზაზე პროფესიული განათლებისა და დასაქმების პროგრამას ჩაუყრის საფუძველს. მემორანდუმს ხელი ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან თურანმა და კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრებიან გურთიადის მმართველი საბჭოს წევრები, თურქული კომპანიების წარმომადგენლები და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (თიკა) ხელმძღვანელები.
მემორანდუმის თანახმად კოლეჯის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან და ასევე დასაქმდებიან საქართველოში არსებულ თურქულ საწარმოებში. კოლეჯი ბიზნესის მოთხოვნით ასევე უზრუნველყოფს კადრების გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.
კოლეჯისა და ასოციაციის თანამშრომლობის შემდგომი ეტაპისთვის იგეგმება სპეციალისტების თურქეთიდან მოწვევა და ასევე ქართველი სტუდენტების გაგზავნა თურქეთში.
პროგრამის მხარდაჭერის მიზნით თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრმა კომპანია ბეკომ გადაწყიტა საკუთარი ხარჯებით, სრულად მოაწყოს კოლეჯის ერთ-ერთი ლაბორატორია. აუდიტორია სრულად აღიჭურვება ბეკოს ფართო სპექტრის საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკით და სტუდენტები ლოკალურად გაივლიან პრაქტიკულ სწავლებებს ტექნიკის მონტაჟისა თუ შეკეთების კუთხით.