აპლიკანტთა საყურადღებოდ!
იხილეთ გამოცდების განრიგი და შერჩევის წესი
გაითვალისწინეთ!
პროფესიულ ტესტირებაზე რეგისტრაციისთვის თან უნდა იქონიოთ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
• პირადობის (ბინადრობის) მოწმობა /პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
• საგამოცდო ბარათი
• საწერი კალამი
• სამედიცინო პირბადე
• წყალი სურვილისამებრ, პოლიეთილენის ბოთლით

შეფასების ფორმები და კრიტერიუმები

 

I.მოტივაციური გასაუბრება

 

მოტივაციური გასაუბრებით შერჩევისას აპლიკანტს დაუსვამენ შეკითხვებს მისი მოტივაციის დასადგენად. აპლიკანტის მიერ გაცემული პასუხების შესაბამისად კომისია განხორციელებს მისი მოტივაციის შეფასებას შემდეგი 6 კრიტერიუმით:

1) პროფესიული ცნობისმოყვარეობა;

2) ინფორმაციიის ფლობა პროფესიის შესახებ;

3) მსგავსი სამუშაოების შესრულებით დაინტერესება;

4) პროფესიასთან დაკავშირებული ღირებულებები და პიროვნული მახასიათებლები;

5) პროფესიის დაუფლებასთან დაკავშირებული მიზნები;

6) კომუნიკაციური უნარჩვევები.

1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 კრიტერიუმის შეფასების დადებითი მაქსიმალური ქულაა 15 – უარყოფითი ქულაა – 0; მე-5 და მე-6 კრიტერიუმის შეფასების დადებითი მაქსიმალური ქულაა 20 – უარყოფითი ქულაა – 0; შეფასების ჯამური მაქსიმალური ქულაა – 100 ქულა; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – 25 ქულა; გასაუბრებისათვის საჭირო დრო 5 -15 წუთი; გასაუბრების ადგილი – ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი აუდიტორია, რომელიც აღჭურვილია ვიდესათვალთვალო სისტემით და სადაც ხდება გასაუბრების გადაღება და ჩანაწერის შენახვა გასაუბრების დასრულებამდე; გასაუბრება განხორციელდება იდივიდუალურად თითოეულ აპლიკანტთან ცალ-ცალკე.

კითხვები:

  1. გიცდიათ თუ არა ამ პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოძიება? (რა გზებს მიმართავთ ინფორმაციის მოძიებისთვის? რატომ დაინტერესდით ამ ინფორმაციით? რა ტიპის წყაროს გაეცანით?)
  2. თქვენი აზრით, რა სამუშაოებს ასრულებს ამ პროფესიით დასაქმებული ადამიანი? (რა მოვალეობები აკისრიათ ამ პროფესიით დასაქმებულ ადამიანებს? რა პროდუქტს/მომსახურებას ქმნიან?)
  3. თქვენი აზრით, რამდენად ანაზღაურებადია ეს პროფესია?
  4. თქვენი აზრით, რამდენად მარტივია ან რთულია ამ პროფესიით დასაქმება?
  5. სად და როგორ გეგმავთ პროგრამაზე სწავლის შედეგად მიღებული ცოდნის გამოყენებას?
  6. აქამდე თუ გქონიათ რაიმენაირი შეხება ამ პროფესიასთან? (რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო ამ პროცესში? რა გაგიჭირდათ ან გაგიადვილდათ ყველაზე მეტად?)
  7. თქვენი პიროვნული მახასიათებლებიდან/თვისებებიდან ყველაზე მეტად რომელი გამოგადგებათ ამ პროფესიაში წარმატების მისაღწევად?
  8. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
  9. სად ხედავთ თქვენს თავს რამდენიმე წლის შემდეგ?
  10. რომ არა ეს პროფესია, რომელ პროფესიას აირჩევდით და რატომ? (თუ სხვა პროფესიაში უფრო მეტად ხედავთ საკუთარ თავს, რატომ გადაწყვიტეთ ამ პროგრამაზე ჩაბარება?

 

 

მოტივაციური გასაუბრების შეფასება

1

პროფესიული ცნობისმოყვარეობა

 

ძალიან კარგი – 15 ქულა

კარგი – 10 ქულა

დამაკმაყოფილებელი – 5  ქულა

მიუღებელი – 0 ქულა

2

ინფორმაციის ფლობა პროფესიის შესახებ

 

ძალიან კარგი – 15 ქულა

კარგი – 10 ქულა

დამაკმაყოფილებელი – 5  ქულა

მიუღებელი – 0 ქულა

3

მსგავსი სამუშაოების შესრულებით დაინტერესება

 

ძალიან კარგი – 15 ქულა

კარგი – 10 ქულა

დამაკმაყოფილებელი – 5  ქულა

მიუღებელი – 0 ქულა

4

პროფესიასთან დაკავშირებული ღირებულებები და პიროვნული მახასიათებლები

ძალიან კარგი – 15 ქულა

კარგი – 10 ქულა

დამაკმაყოფილებელი – 5  ქულა

მიუღებელი – 0 ქულა

5

პროფესიის დაუფლებასთან დაკავშირებული მიზნები

 

ძალიან კარგი – 20 ქულა

კარგი – 15 ქულა

დამაკმაყოფილებელი – 10  ქულა

მიუღებელი – 0 ქულა

6

კომუნიკაციური უნარჩვევები.

 

ძალიან კარგი – 20 ქულა

კარგი – 15 ქულა

დამაკმაყოფილებელი – 10  ქულა

მიუღებელი – 0 ქულა