სსიპ კოლეჯ “სპექტრში” ექსტრაკურიკულური აქტივობების პროექტით „სტუდენტთა თვითმმართველობის შექმნა და სტუდენტური სივრცის მოწყობა“ განსაზღვრული აქტივობის ფარგლებში პროფესიულ სტუდენტებთან შეხვედრებისა და განხილვების საფუძველზე შემუშვდა სსიპ კოლეჯ “სპექტრის” სტუდენტური თვითმმართველობის შექმნისა და საქმიანობის წესი.

წესის შესაბამისად  შეირჩა სტუდენტთა თვითმმართველობის დელეგატები და 2025 წლის 1 მაისს ჩატარდა სსიპ კოლეჯ “სპექტრის” სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.

კოლეჯის სტუდენტური თვითმმართველობა არის  სტუდენტური წარმომადგენლობითი არჩევითი ორგანო, რომელსაც ქმნიან კოლეჯის სტუდენტები და დამოუკიდებლად უძღვებიან საქმიანობას. კოლეჯის სტუდენტური თვითმმართველობა იცავს კოლეჯის პროფესიული სტუდენტების უფლებებს და წარმოადგენს მათ ინტერესებს; ასევე, გეგმავს და აწყობს კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს.