• ვაკანსიის დასახელება: მძღოლი
  • ადგილების რაოდენობა: 1 ადგილი

 

  • შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა

კოლეჯისათვის საჭირო სამეურნეო, საკანცელარიო, სასწავლო და სხვა მასალების, იარაღ–სამარჯვების თუ ტექნიკური საშუალებების ტრანსპორტირება; კოლეჯის დირექტორის, ასევე ადმიწისტრაციის წარმომადგენლის სამსახურებრივად საჭირო გადაადგილების უზრუნველყოფა; კორესპონდენციების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება; საწვავის მიზნობრივი ხარჯვა; საწვავის ჩამოწერა, კანონით დადგენილი სპეციალური ფორმების შევსება და შესყიდვების მენეჯერისათვის გადაცემა; კოლეჯის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მოვლა, გეგმიური ტექნიკური შემოწმება და გამართულ მდგომარეობაში ქონა; ავტომობილის სისუფთავის დაცვა; დაზიანების შემთხვევაში ავტოგასამართ სადგურში კოლეჯის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ოპერატიული მიყვანა, დიაგნოსტიკა და შეკეთება; კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი კორესპონდენციების მომზადება;კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება დირექტორისა ან დირექტორის მოადგილ(ეებ)ისათვის

 

  • პასუხისმგებლობის საზღვრები

მძღოლი ანგარიშვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან. მისი პასუხისმგებლობა, მოვალეობები და ამოცანები განისაზღვრება სსიპ კოლეჯ „სპექტრის“ შინაგანაწესით, სამუშაო აღწერილობით, ხელშეკრულებითა და დაწესებულების სხვა მარეგულირებელი აქტებით.

 

სამუშაო პირობები

სარგო: 1171 ლარი (დარიცხული)

 

დაწესებულება და სამსახურის ადგილმდებარეობა: სსიპ კოლეჯი „სპექტრი“, მისამართი: ქ. თბილისი, ბესარიონ ჭიჭინაძის ქ. #10;

 

სამუშაოს დაწყება: კონკურსში გამარჯვებული მუშაობას დაიწყებს 2026 წლის 23 მარტიდან.

 

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მართვის მოწმობა B კატეგორია (C და D კატეგორია ჩაითვლება უპირატესობად);

მიკრო და/ან სატვირთო ტრანსპორტის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

პუნქტუალურობა და გუნდურობა.

მინიმალური მოთხოვნა: საშუალო ან პროფესიული განათლება ან შესაბამისი პროფესიით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება

 

მინიმალური კომპეტენცია:  საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“

 

  • სხვა სპეციალური მოთხოვნები: კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია, საკონკურსო დოკუმენტაცია, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით, წარუდგინოს კოლეჯის საკონკურსო კომისიის მდივანს. ამ პირობების დარღვევა და ერთ საათზე მეტით დროით, არასაპატიო მიზეზით გასაუბრებაზე დაგვიანება გამოიწვევს კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნას.
  • დამატებითი ინფორმაცია: თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს:
  • ამ სფეროში მუშაობის უმეტესი გამოცდილება
  • უპირატესი საგანმანათლებლო ხარისხი
  • წარმოსადგენი დოკუმენტაცია
  • ავტობიოგრაფია cv
  • ფერადი სურათი 3X4
  • განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • მართვის მოწმობის ასლი
  • სამუშაო გამოცდილების დამადსტურებელი შესაბამისი დოკუმენტი
  • ცნობა შსს მომსახურების სააგენტოდან ნასამართლეობისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ;
  • საბუთების მიღება:
  • დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, აფრიკის დასახლება ბესარიონ ჭიჭინაძისქ. № 10, პირველ სართული, კოლეჯის თანამშრომელთან მარინე კალაძესთან.
  • საბუთების მიღების ვადა:  2026 წლის 04 მატიდან 18 მარტის ჩათვლით.
  • სამუშაოზე აყვანა: სამუშაოზე აყვანა განხორციელდება საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა (თითო სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნა ფასდება 1 ქულით) და მინიმალური კომპეტენციის შედეგების გათვალისწინებით (მინიმალური კომპეტენციის შესაფასებლად კონკურსანტს ეძლევა 5 შეკითხვა, თითო სწორი პასუხი არის 1 ქულიანი). მინიმალურ კომპეტენციაში კონკურსანტის მიერ 2 ქულაზე ნაკლების დაგროვების შემთხვევაში კონკურსანტს არ მიეცემა საბოლოო შეფასების ქულა.
  • გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია სწავლის დაწყებამდე გაიაროს შესაბამისი სასწავლო ტრეინინგი კოლეჯის მენტორ მასწავლებლებთან.

 

  • გასაუბრების ჩატარება:  2026 წლის 19 მარტს 12:00-ზე
  • შედეგების გამოცხადება: 2026 წლის 20 მარტი.

 

CV გამოგზავნეთ: spectri.org@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

240 16 87 გისურვებთ წარმატებას!