კოლეჯმა “სპექტრმა” გამოცა საინფორმაციო ბროშურა – პროფესიული სწავლება და მომზადება/გადამზადება.
ბროშურა შექმნილია პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით. პროგრამის თანადაფინანსება ხორციელდება ევროკავშირის მიერ.
ბროშურის იდეის ავტორი და შემდგენლები არიან გეორგ ბრიუგერ (GIZ-ის CIM ექსპერტი სპექტრში), თეა ლეჟავა (სპექტრის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი).
პროექტის მხარდაჭერისთვის გვსურს გულითადი მადლობა გადავუხადოთ სელმა ულრიხსს (GIZ-ის PSD TVET SC პროგრამის დირექტორის მოადგილე) და მარიკა ზაქარეიშვილი (GIZ-ის განათლების ექსპერტი).