კოლეჯი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და სამინისტრო.
კოლეჯი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და კოლეჯის წესდებით.
კოლეჯის სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელება შესაძლებელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კუტურისა და სპორტის სამინისტროსთან, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, სსიპ-მასწავლებელთა განვითარების ეროვნულ ცენტრთან, სსიპ-შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან და სხვა პარტნიორებთან ერთად.
სსიპ კოლეჯი „სპექტრი“ პროფესიული განათლების მიმართულებით არის ერთ-ერთი ცნობილი სასწავლებელი საქართველოში, რომლის ისტორია თავის საწყისს 1922 წლიდან იღებს. სსიპ კოლეჯი „სპექტრი“ სამართალმემკვიდრეა:
1. პოლიტექნიკური კოლეჯის;
2. ტოპოგრაფიული კოლეჯის;
3. ტექნიკური კოლეჯის;
4. საფინანსო-ეკონომიური ლიცეუმის;
5. №54 -ე, №63 -ე, №74 -ე, №107 და №120 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების;
6. სამშენებო-ავტომექანიზაციის ლიცეუმის;
7. ლიცეუმის „სერვისი“
სსიპ – კოლეჯ „სპექტრში“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება ორი მიმართულებით – ინჟინერიის და ხელოვნების. ინჟინიერიის მიმართულების პრორგრამებიდან კოლეჯი ამ დროისათვის ახორციელებს 7 დარგის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას – მშენებლობა; ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; მასალათმცოდეობა; სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია; ტრანსპორტი; გარემოს ინჟინერია და კომპიუტერინგი/ინფორმატიკა. ხელოვნების მიმართულების პრორგრამებიდან კოლეჯი ახორციელებს 2 დარგის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას – დიზაინი და სახვითი ხელოვნება.